საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პრეზიდენტობის კანდიდატთა ნაწილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ისინი ამომრჩევლებს საკუთარ საარჩევნო პროგრამას აცნობენ. ასევე, ესაუბრებიან არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე.
კანდიდატები ყურადღებას ამახვილებენ პენსიის გაზრდაზე, სოციალური დახმარების მნიშვნელობაზე, განათლებასა და სხვა საკითხებზე.