წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად ორი კვირის წინ დაიწყო, თუმცა ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ პანდემიისა და ფინანსების სიმცირის გამო, მათი წინასაარჩევნო კამპანია არ არის ისეთი აქტიური, როგორც ეს სახელისუფლებო პარტიას აქვს. მიუხედავად ამისა, ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მთავარი ხალხისთვის მიცემული დაპირებების შესრულებაა.