საარჩევნო კამპანია

პრემიერ-მინისტრმა კახეთში მოსახლეობას მერობის კანდიდატები წარუდგინა. გურჯაანში მერობისთვის ზურაბ უტიაშვილი იბრძოლებს, დედოფლისწყაროში ნიკოლოზ ჯანიაშვილი, სიღნაღში კი მალხაზ ბეგიაშვილია წარდგენილი.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობას შემუშავებული აქვს განვითარების გრძელვადიანი გეგმა, რომელიც მოიცავს სოფლის მეურნეობას, ჯანდაცვას, განათლებას, ურბანულ განვითარებასა და ინფრასტრუქტურის მოწყობას. პრემიერის თქმით, ადგილობრივი წარმოების გაფართოების მიზნით, ხელისუფლება 1 300 საწარმოს დააფინანსებს და შეიქმნება ასი ათასი სამუშაო ადგილი. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას წინასაარჩევნო პერიოდზე და პოლიტიკურ ოპონენტებზეც ისაუბრა.