საარჩევნო კამპანია

მმართველი გუნდი კახეთში ამომრჩევლებთან შეხვედრას და მერობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. დღეს პრემიერ-მინისტრმა გურჯაანში ადგილობრივებს მერობის კანდიდატი ზურაბ უტიაშვილი წარუდგინა. მანამდე კი ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე. მათ შორის მევენახეობა-მეღვინეებისა და მეხილეობის დარგის განვითარების ხელშეწყობაზე, გზების, სასმელი წყლის რეაბილიტაციის დაგეგმილ პროექტებზე.

პრემიერმა ქვეყანაში არსებულ რთულ ეპიდემიურ ვითარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პანდემიის დამარცხება მხოლოდ ვაქცინაციითაა შესაძლებელი.