პარტია „რეფორმერი“ მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. პარტიის თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ავაზაშვილი ისნის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ, ადგილობრივების პრობლემებს გაეცნენ და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. „რეფორმერის“ თავმჯდომარემ ამომრჩევლებს პარტიის საარჩევნო პროგრამა წარუდგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.