საარჩევნო კამპანია

საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა პროექტის „ოუფენ ბუკიას“ აქცია-პერფორმანსი გამართა. მისი მიზანია, გაიხსნას ბუკიას ბაღი, მოეწყოს რეკრეაციული ზონა, სადაც ხალხს განტვირთვის საშუალება ექნება.

ალეკო ელისაშვილის განმარტებით, აღნიშნულ ბაღში წლების განმავლობაში არავინ შესულა. მათ სკვერის ტერიტორიაზე მიხეილ ჯავახიშვილის წიგნების თარო მოაწყვეს, სადაც წიგნები განთავსდება, მათ შორის იქნება ალეკო ელისაშვილის წიგნი „ეს საბურთალოა“. პერფორმანსი მუსიკალურად იყო გაფორმებული.