პარტია „ქართული არჩევანის“ თავმჯდომარე, ბეჟან გუნავა აუდიტის სამსახურს პარტიების მიერ გაწეული ხარჯების დაინტერესებისკენ მოუწოდებს. როგორც გუნავა აცხადებს, თანხა, რასაც პოლიტიკური პარტიები ხარჯავენ, დეკლარაციებში ასახული არ არის. ბეჟან გუნავას თქმით, თუ აუდიტის სამსახური საკითხს არ შეისწავლის, პარტია საპროტესტო აქციების რეჟიმზე გადავა.