„ევროპული საქართველოს“ ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ირინა აფხაზავა ჩაქვში, ჩაის უბანში, ადგილობრივებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. პარტიის ინფორმაციით, მოსახლეობა მეწყრის საშიშროებაზე საუბრობს.
აფხაზავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს შესაბამისი გეოლოგიური დასკვნაც აქვთ, ადგილობრივი ხელისუფლება ყურადღებას მათ მაინც არ აქცევს და ორმოცამდე ოჯახი ამ დრომდე საფრთხის ქვეშ არის. პრობლემაა სამელიორაციო და სანიაღვრე სისტემის გაუმართავობა. ამავდროულად, ახლოს მდებარე ნაგავსაყრელი საფრთხეს უქმნის ადგილობრივების ჯანმრთელობას.