„ევროპული საქართველო“ ამომრჩეველზე გახშირებულ ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე სერგი კაპანაძემ განაცხადა, მმართველი გუნდის კოორდინატორები ამომრჩეველს ემუქრებიან, რომ „ქართულ ოცნებისთვის“ ხმის არმიცემის შემთხევაში, ისინი შესაძლოა სამსახურიდან გამოუშვან. „ევროპულ საქართველოში“ დღეს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი იმყოფებოდა, რომელიც ამტკიცებს, რომ რამდენიმე დღის წინ, მასთან „ქართული ოცნების“ კოორდინატორი მივიდა აგრესიულად და იკითხა, თუ ვის უჭერდა მხარს, ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი ამტკიცებს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენელმა მას მინიშნება მისცა, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარი უნდა დაუჭიროს.