„ქართული ოცნება“ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ორშაბათს დაასახელებს. პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სიაში ახალი სახეებიც იქნება, რომლებიც მათ პროფესიონალიზმის მიხედვით შეარჩიეს. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.