წინასაარჩევნო გარემოს ანგარიში წარადგინა „ქართულმა ოცნებამ“. ძალადობის შემთხვევები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სადამკვირვებლო მისიების მუშაობა – ეს არის თემები, რაზეც შალვა პაპუაშვილმა გააკეთა აქცენტი. პაპუაშვილის ინფორმაციით, 1-ელი სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, 250-ზე მეტი განცხადება, კომენტარი თუ რეზოლუცია დაფიქსირდა, რაც არის დღეში, საშუალოდ, ხუთი სხვადასხვა აქტორის ჩარევა საარჩევნო კამპანიაში. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იგეგმება 2020 წლის სცენარის გამეორება, ამიტომ, მნიშვნელოვანია, არჩევნებზე იყოს მოქალაქეთა მაღალი აქტივობა.