ოთხი დღე არჩევნებამდე – ხელისუფლების და ოპოზიციის რიტორიკა ყოველდღე სულ უფრო მწვავდება.
ორთვიანი დაძაბული საარჩევნო მარათონი ფინალურ ეტაპზეა. მაშინ როდესაც ოპოზიციის ნაწილი 2 ოქტომბერს რეფერენდუმად განიხილავს და მთავარ ამოცანად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ასახელებს, ხელისუფლება კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ მომდევნო სამი წელი ქვეყანაში არჩევნები აღარ ჩატარდება. მმართველი გუნდის ლიდერები შაბათს თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდი არჩევნების ჩატარების პირობას დებენ, ოპონენტების ნაწილი კი მწვავე პროტესტს აანონსებს და დარწმუნებულია, რომ, შარლ მიშელის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლის მიუხედავად, 43%-ზე ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში მმართველ პარტიას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მაინც მოუწევს.
გადის თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გზა 2 ოქტომბერზე – ანა ბროლაძემ მოისმინა მხარეთა პოზიციები.