წინასაარჩევნო გარემოს საბოლოო შეფასება წარადგინა ისფედმა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას საქართველო ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში შეხვდა. ყურადღება გაამახვილეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, პირადობის მოწმობების შესაძლო შეგროვების ფაქტებზე, საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის, მუქარის ან/და დაშინების მცდელობებზე. ასევე შეფასებაში საუბარი არის საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებზე, პოლიტიკური სუბიექტების რიტორიკასა და მედიაგარემოზე.