ხელისუფლება არჩევნების შემდეგ ვითარების ხელოვნურად გამწვავებას ელოდება.
კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად მმართველი გუნდი პოსტსაარჩევნო დაძაბულობაზე საუბარს ააქტიურებს. საუბარია 2020 წლის მოვლენების გამეორებაზე, როცა ოპოზიციამ მეათე მოწვევის პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. „ქართული ოცნების“ მოლოდინია, რომ ოპონენტები არჩევნების შედეგების არ აღიარებისთვის ხელოვნურ საბაბს შექმნიან. ამ განცხადების ადრესატები ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციებიც არიან. მმართველი პარტია მიუთითებს, რომ წინა საარჩევნო გარემოს ძალადობრივად წარმოჩენის მცდელობა განსაკუთრებით ეუთო-ოდირის შუალედური ანგარიშის შემდეგ გააქტიურდა.
არსებობს თუ არა არჩევნების დელეგიტიმაციის გეგმა – საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული ოპოზიცია, რომელიც სულ უფრო ხშირად საუბრობს არჩევნების გაყალბებაზე, ცესკო-ს სრულ უნდობლობას უცხადებს და ადგილობრივი და საერთაშორისო მისიების დასკვნებს ელოდება.