საარჩევნო გარემო და პარტიების პოლიტიკური დღის წესრიგი

მკვეთრად პოლარიზებული წინასაარჩევნო გარემო და ურთიერთგამომრიცხავი პროგნოზები.

არჩევნებამდე ორი დღით ადრე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთბრალდებები მძიმდება. მმართველი გუნდი გამარჯვებაში დარწმუნებულია. სხვადასხვა კვლევის საფუძველზე და გუშინდელი შეკრების შემდეგ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ელოდება. სწორედ სოციოლოგიური გამოკითხვებიდან გამომდინარე ხელისუფლების გარდაუვალ მარცხს აანონსებენ ოპოზიციური ძალები, რომლებიც კოალიციური მთავრობის გეგმას სახავენ და ე.წ. ტექნიკური მთავრობის გარშემო პრეზიდენტთან კონსულტაციებს აწარმოებენ. ორივე მხარე მთლიანად პროპორციული სისტემით ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებს გადამწყვეტად აცხადებს და ამომრჩევლებს მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდებს.