საარჩევნო გარემო და მუქარა რევოლუციით

ორივე მხრიდან გადამწყვეტად გამოცხადებული არჩევნების წინ ვითარება მკვეთრად პოლარიზებულია.

ოპოზიციის რიტორიკაში სულ უფრო ხშირად ისმის ჯერ არ ჩატარებული არჩევნების გაყალბებაზე განცხადებები და მუქარის შემცველი გზავნილები. თავის მხრივ, ხელისუფლება ოპონენტებს სიტუაციის ხელოვნურად გამწვავებასა და წინასაარჩევნო გარემოს დაძაბულად წარმოჩენაში ადანაშაულებს. ამავე ბრალდების ადრესატები არიან ის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც, რომლებიც არჩევნებს უნდა დააკვირდნენ. მმართველმა გუნდმა დღეს ის ფაქტები წარმოადგინა, რომლებიც, მათი განმარტებით, ცალკეული ორგანიზაციების მიერ უკვე მომზადებული შუალედური ანგარიშების არაობიექტურობაზე და ცესკო-ში გაგზავნილი საჩივრების არასერიოზულობაზე მიუთითებს. ხელისუფლება ოპონენტებისგან მოსალოდნელ პოსტსაარჩევნო არეულობაზეც ააქტიურებს საუბარს. სწორედ ამ კონტექსტში განიხილება ამჯერად უკრაინიდან გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადება.