კორონავირუსის ფონზე არჩევნების ჩატარების წესები და დადგენილება რომელიც გუშინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დღეს პოლიტიკური განცხადებების თემა გახდა. ცესკო-ს დადგენილების მიხედვით არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა გაწერილი წესებითა და პროცედურებით ექნებათ როგორც სტაციონალურ სამკურნალო დაწესებულებებში ასევე იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს. დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი თუ როგორ განხორციელდება ეს პროცესი.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით გამოიკვეთა ის ფაქტი, რომ ხელისუფლება და ცენტრალური საარჩევნო კომისია პანდემიის მეორე ტალღის ფონზე არჩევნებს მოუმზადებელი ხვდება. ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს.
ამ საკითხს ბრიფინგით გამოეუხმაურნენ „ქართულ ოცნებაში“. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცესკო-მ ეფექტური წესები შეიმუშავა იმისათვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ შეძლოს არჩევნებში მონაწილეობა, მან მადლობა გადაუხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გაწეული სამუშაოსათვის და თქვა, რომ ქვეყანა მზადაა 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის.