არჩევნების მოახლოებასთან ერთად აქტიურდება გადაჯგუფებები. ოპოზიციას იმედი აქვს, რომ სხვადასხვა ალიანსით „ქართული ოცნების“ მმართველობას დაასრულებს. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ნებისმიერი კონფიგურაცია მარცხისთვის განწირულია და ამჯერადაც დამაჯერებლად გაიმარჯვებენ.