წინასაარჩევნოდ ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე საუბრობს პარტია „ლელო“, რომელიც ალეკო ელისაშვილის მოქალაქეებთან მართავს მოლაპარაკებებს და ანა დოლიძის პარტიასთან და მოძრაობა „თავისუფლების მოედანთან“ ერთად შექმნილ გაერთიანებაში ახალი სახეების შესვლას აანონსებს. ოპოზიციური ფლანგის გაძლიერების მომხრეა ოპოზიციის ნაწილი. მათი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს, შესაბამისად ისინი ყველა სახის ერთობას მიესალმებიან.
„ლელოსა“ და ელისაშვილის ერთობას უპრინციპოს უწოდებენ მმართველ გუნდში.