საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრირება ამჯერად თეატრებში მოეწყო. საინფორმაციო შეხვედრა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში გაიმართა. ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა თეატრის დასსა და თანამშრომლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ. გაიმართა ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა.