საარჩევნო დებატები საქართველოს პირველ არხზე

პირველი საარჩევნო დებატი პირველ არხზე.

ოთხი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები საათნახევრის განმავლობაში ამომრჩეველს საკუთარ ხედვებს და პროგრამულ პრიორიტეტებს აცნობდნენ. კანონმდებლობის მიხედვით, დებატებში მონაწილეობა ტელევიზიამ ექვს კვალიფიციურ სუბიექტს შესთავაზა, თუმცა „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მელია-გვარამია-ხოშტარია-ჯაფარიძის ალიანსმა ამ შესაძლებლობაზე უარი თქვეს. ეს იყო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართული დებატები, სადაც მონაწილეებს შეკითხვების დასმა ერთმანეთისთვისაც შეეძლოთ.

დებატები პირველი არხის ახალი შენობიდან გავიდა ეთერში.