საქალაქო სასამართლოში ოპოზიციის სარჩელების განხილვას ეხმაურებიან მმართველ გუნდში. მათი შეფასებით ოპოზიციას მიერ წარდგენილ არცერთ სარჩელს ახლავს მტკიცებულებები და სწორედ ამიტომ ისინი აპელირებენ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე. „ქართული ოცნების“ წევრების შეფასებით არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესს მათი 25 000 წარმომადგენელი ადევნებდა თვალს და ფარულობის დარღვევაზე საჩივარი არავის დაუწერია.