რამდენად რეალისტურია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ დაპირება 14 მილიარდ ევროსთან დაკავშირებით. გაერთიანების ლიდერების თქმით, ისინი გამარჯვებისთანავე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს გახსნიან, რაც ქვეყანას დამატებით 14 მილიარდ ევროს მოუტანს. აღნიშნული შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილის აზრით, ევროკავშირის მხრიდან 14 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების მიღება რეალურია. პარტია „გირჩი“ კი ოპოზიციური კოალიციის განცხადებას უარყოფითად აფასებს.
მმართველ გუნდში აღნიშნულს უბრალო წინასაარჩევნო დაპირებას უწოდებენ და ამბობენ, რომ ოპოზიცია საზოგადოებაში მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს.