რამდენად რეალისტურია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ დაპირება 14 მილიარდ ევროსთან დაკავშირებით. გაერთიანების ლიდერების თქმით, ისინი გამარჯვებისთანავე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს გახსნიან, რაც ქვეყანას დამატებით 14 მილიარდ ევროს მოუტანს. მმართველ გუნდში ოპონენტების განცხადებას უბრალო წინასაარჩევნო დაპირებას უწოდებენ და ამბობენ, რომ ოპოზიცია საზოგადოებაში მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს.