რამდენად რეალისტურია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ დაპირება 14 მილიარდ ევროსთან დაკავშირებით. გაერთიანების ლიდერების თქმით, ისინი გამარჯვებისთანავე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს გახსნიან, რაც ქვეყანას დამატებით 14 მილიარდ ევროს მოუტანს.
მმართველ გუნდში ოპონენტების განცხადებას მორიგ დეზინფორმაციას უწოდებენ და ამბობენ, რომ ოპოზიცია ევროკავშირის ბიუჯეტს ისე უყურებს, როგორც პირად სალაროს.