2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება, შესაბამისად, უფრო აქტუალური ხდება კითხვა – რა კონფიგურაციით წარდგება ოპოზიცია ქართველი ხალხის წინაშე. პარტიების ნაწილი ერთი სახელწოდებისა და ნომრის ქვეშ უკვე გაერთიანდა, თუმცა, რჩებიან ისეთებიც, რომლებსაც ამ დრომდე არ აქვთ გადაწყვეტილი, რომელ პოლიტიკურ გუნდს შეუერთდებიან.
არჩევნებზე დამოუკიდებლად წარდგებიან პარტიები – „საქართველოსთვის“ და „გირჩი“, რომლებიც ოპოზიციურ ერთობაში საკუთარ თავს ვერ ხედავენ. მმართველ გუნდში ოპონენტების გადაჯგუფებას სერიოზულად არ აღიქვამენ და ამბობენ, რომ ოპოზიცია მარცხისთვის არის განწირული.