საარჩევნო ბიულეტენების გარშემო სპეკულაციები არ წყდება.
ხელისუფლებას ყალბი ბიულეტენების ბეჭდვის გზით არჩევნების გაყალბებაში ამჯერად ზვიად კუპრავა ადანაშაულებს და არგუმენტად გლდანის ერთ-ერთ სტამბაში გადაღებული ვიდეომასალა მოაქვს. მეტიც, კუპრავა პროკურატურას ამ ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება „მოამბემ“ დღეს იმავე სტამბაში სცადა.
გაირკვა, რომ საუბარია უვარგისად მიჩნეულ ბიულეტენებზე, რომლებიც ბეჭდური ხარვეზების გამო უნდა განადგურდეს.