საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის განცხადებას გამოხმაურება მოყვა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ნაწილი ევროკავშირის ელჩის პოზიციას პარტიული მრავალფეროვნების უარყოფით მხარეებზე არ იზიარებს. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში ამ კუთხით რისკებს ხედავს, თუმცა აცხადებს, რომ საქართველო ამ საფრთხის წინაშე არ დგას. მმართველი გუნდისთვის ევროკავშირის ელჩის პოზიცია მისაღებია.