საარჩევნო ბარიერის საკითხი

საარჩევნო ბარიერის საკითხი კვლავ განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ძალაში უნდა დარჩეს 5 %-იანი ბარიერი, რომელიც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რათა სტაბილურად განვითარდეს დემოკრატიული პროცესები ქვეყანაში. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიცია 5%-იანი ბარიერის შემთხვევაშიც შეძლებს „ქართული ოცნების“ დამარცხებას, თუმცა ასევე აღნიშნავენ, რომ ისინი მზად არიან მხარი დაუჭირონ ბარიერის დაწევას.