საარჩევნო ადმინისტრაციის ანაზღაურების მონიტორინგი

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ ანგარიში წარადგინა. საუბარია 2016-2019 წლების პერიოდზე. ორგანიზაციის დირექტორის ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის შედეგად გამოიკვეთა, რომ დაწესებულებაში პრემიისა და სახელფასო დანამატის ოდენობა ცვალებადია და გაუგებარია, რა კრიტერიუმებით ხდება გასაცემი თანხის ოდენობის განსაზღვრა.