ცესკო საარჩევნო ადმინისტრაციების მეათე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. განხილვის მთავარი თემაა „ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა საარჩევნო პროცესებში“. მონაწილეები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებასა და მოსაზრებებს გაუზიარებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა საარჩევნო პროცესებში ტექნოლოგიების გამოყენების პერსპექტივები, მის გამოყენებასთან დაკავშირებული გამოწვევები და დადებითი მხარეები. კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საარჩევნო ტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ.