საარჩევნო ადმინისტრაცია საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს და საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის წესის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ცესკო-ს ცნობით, კენჭისყრაში მონაწილეობისთვის, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვაზე უნდა იმყოფებოდნენ ან კონკრეტულ მისამართზე უნდა იყვნენ დარეგისტრირებულები.
მსურველებს რეგისტრაციის გავლა საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულოში 7 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ.