ხორავას ქუჩის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. სასამართლომ დაადგინა, რომ დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირთან ერთად. მეორე ინსტანციამ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხოლო დაცვის მხარის საჩივრები არ დააკმაყოფილა. გ.ჯ.-ს საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლისა და სამი თვის ვადით. რაც შეეხება არასრულწლოვან გ.ბ.-ს, სასამართლომ განაჩენი მის მიმართ კვალიფიკაციის ნაწილში დატოვა უცვლელი, თუმცა დაუმძიმა სასჯელი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და სამი თვის ვადით.