თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით და უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
თამარ კორძაიას განცხადებით, სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს ემიგრანტი მოქალაქეები კონსტიტუციური უფლების გარეშე დატოვა – მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. ის მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს 7 ოქტომბრამდე აუცილებლად დარეგისტრირდნენ საკონსულო აღრიცხვაზე.