სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას ადვოკატის საჩივარი დაუშვებლად ცნო

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას ადვოკატის საჩივარი დაუშვებლად ცნო. მიზეზად გასაჩივრების ვადის დარღვევა დასახელდა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ნიკა გვარამიას ინტერესების დამცველმა დიმიტრი საძაგლიშვილმა, რომელმაც მოითხოვა ნიკა გვარამიას მიმართ 2019 წლის 11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს და დამატებითი შეზღუდვის ღონისძიების გაუქმება, დაგვიანებული იყო.

კანონით გასაჩივრების ვადად 48 საათია განსაზღვრული.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიებად 40 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა და საქართველოს საზღვრის დატოვება შეეზღუდა.