„საახალწლო სოფელი“ ორბელიანის მოედანზე

დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ 19:00 საათზე გრანდიოზული კონცერტით გაიხსნება. საზეიმო გახსნისთვის დილიდან მიმდინარეობს სამზადისი ორბელიანის მოედანზე. გაიმართება კონცერტი, რომელშიც ქართული ესტრადის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

საახალწლო სოფელი ორბელიანის მოედანს, ათონელის ქუჩასა და 9 აპრილის ბაღს მოიცავს, სადაც განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები და თოვლის ბაბუას სახლი.

ყოველდღიური გასართობი საახალწლო ღონისძიებები 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.