ორბელიანის მოედანზე საახალწლო სოფელი გაიხსნა. დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით, დედაქალაქის მაცხოვრებლებსა და მის სტუმრებს „დედაენის ბაღსა“ და ორბელიანის მოედანზე ელოდებიან. დაგეგმილია არაერთი გასართობი და კულტურული აქტივობა. ტერიტორიაზე მოწყობილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზრობა, ყინულის საციგურაო მოედანი, ატრაქციონები. ზღაპრის გმირები და თოვლის ბაბუა კი პატარების განწყობაზე იზრუნებს.
დღის მეორე ნახევრიდან კი სპეციალურად მოწყობილ სცენას მუსიკალური ბენდები და ქართული ესტრადის მომღერლები დაიკავებენ. მაყურებლის წინაშე დღეს სტეფანე და სალიო წარდგებიან, დღის ბოლოს კი ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის დჯ დაუკრავს.