თბილისში „საახალწლო სოფელი“ 16 დეკემბრიდან გაიხსნება და 7 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს. სამზადისსა და მონტაჟის პროცესს დღეს დედაქალაქის მერი გაეცნო. „საახალწლო სოფელი“ ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე დედაენის ბაღში იხსნება. „საახალწლო სოფლის“ ტერიტორიაზე განთავსდება თოვლის ბაბუას სახლი, ელფების სახელოსნო და ატრაქციონები. ასევე მოეწყობა გასტრონომიული მარკეტი, სამეწარმეო მარკეტი, ცხელი სასმელების ბარი, საშობაო ბაზარი, თეატრი, საციგურაო ყინულის მოედანი. იქნება თეატრალიზებული მსვლელობები და საბავშვო ვორქშოფი. ასევე გაიმართება მუსიკალურ საღამოები.