საახალწლო სამზადისი დუშეთში

დუშეთი საახალწლო ღონისძიებას მასპინძლობს. მოსახლეობას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებიდან უფასო ტრანსპორტი ემსახურება. ღონისძიების ფარგლებში ადგილზე მოწყობილია საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები; იმართება ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი, კოსტიუმირებული ორკესტრისა და ზღაპრის გმირთა მსვლელობა. საღამო ანსამბლი „შვიდკაცასა“ და ჯგუფი “მგზავრების” კონცერტით დასრულდება.