საახალწლო ღონისძიებები ახალციხეში

საზეიმო განწყობაა ახალციხეში, სადაც ახალი წლის დღეების ფარგლებში სადღესასწაულო ღონისძიება მიმდინარეობს. ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების მონაწილეობით იმართება კონცერტი, პატარების განწყობაზე თოვლის ბაბუ მეგობრებთან ერთად ზრუნავს. მოეწყო კოსტიუმირებული მსვლელობა და ილუზიონისტის შოუ. ღონისძიება ცნობილი ქართველი შემსრულებლების გალაკონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით სრულდება.