ქვეყნის მასშტაბით საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. ჭიათურაში კულტურის ცენტრის მიმდებარედ განთავსებული იყო ხის საახალწლო სახლები, გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იყო ინსტალაციები, საბავშვო სივრცეები და ფოტოგადასაღები სტენდები. პატარებს დაურიგდათ საჩუქრები. დღის ბოლოს „თეატრალური კვარტეტისა“ და ბენდ „გუფილენდის“ კონცერტი გაიმართა. დღე ფოიერვერკით დასრულდა. ღონისძიებები მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით ტარდება.