ორთვიანი სასამართლო განხილვები დასრულებულია – მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი საპატიმროში რჩება. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.