ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის სახლში, მესამე პრეზიდენტის წიგნის, „ძალის გამოღვიძება“ პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი ბიოგრაფიული ხასიათისაა და ავტორი საქართველოსა და უკრაინის ვითარებაზე, ასევე მსოფლიოს ცნობილ პოლიტიკოსებთან პოლიტიკურ და პირად ურთიერთობებზე წერს. წიგნის პრეზენტაციას ყვარელში მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.