მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. ყოფილი პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას პრეზიდენტს ორშაბათს წარუდგენენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს იმედი აქვთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ხელმომწერების სურვილს გაითვალისწინებს და სააკაშვილს შეიწყალებს. ოპოზიციის მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ ამგვარი კამპანია პრეზიდენტ ზურაბიშვილზე გავლენას ვერ მოახდენს.