ამერიკის საელჩოს განცხადების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი პოზიციას ცვლის. საუბარია მსჯავრდებული პრეზიდენტის პოსტზე, სადაც ის საუბრობდა კონგრესმენ ტერნერის და სენატორ შაჰინის უკანასკნელი შეხვედრის დროს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან განხილულ საკითხებზე, სადაც განხილული იყო მისი პატიმრობაც. განმარტების მიხედვით ამჯერად ნაგულისხმევი არ ყოფილა უკანასკნელი შეხვედრა. შეგახსენებთ, ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ამერიკის საელჩომ განმარტა, რომ სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის საქართველოში ბოლო ვიზიტისას, მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ განხილულა და საუბრის თემა იყო, ურთიერთობა საქართველოსთან და ურთიერთობის ნორმალიზება.