სააკაშვილის სასამართლო - საზღვრის უკანონო კვეთის საქმე

მიხეილ სააკაშვილის გარეშე ჩაიარა მის წინააღმდეგ აღძრული კიდევ ერთი საქმის სასამართლო განხილვამ.

ამჯერად საუბარია საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე. საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის არ მისვლის მიზეზად მისივე ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებენ. 22 დეკემბერს საზღვრის გადმოკვეთის საქმეზე არსებითი განხილვა იწყება, მანამდე კი მოსამართლემ ორივე მხარის მიერ დღეს წარდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად სცნო. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ექს-პრეზიდენტს უკრაინის და შემდეგ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთაში მისივე ხელისუფლების დროინდელი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი ეხმარებოდა. დღესვე დაანონსდა, რომ საქმის ფიგურანტთა წრე შესაძლოა გაიზარდოს.

ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევენ ადვოკატები. დაცვის მხარე გემზე განთავსებული კონტეინერით მიხეილ სააკაშვილის შემოსვლაში კანონდარღვევას ვერ ხედავენ.