საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. პროკურატურამ შესავალი სიტყვა თქვა, სადაც ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გადმოკვეთა საზღვარი უკანონოდ სააკაშვილმა 2020 წლის 28 სექტემბერს. დღესვე დაცვის მხარე უნდა წარმდგარიყო შესავალი სიტყვით, თუმცა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ამისთვის მზად არ იყვნენ. დღესვე ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე გადაისინჯა ამ საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, რომელიც მოსამართლემ ძალაში დატოვა. მანამდე სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთო და პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. სააკაშვილმა გააპროტესტა ის გარემოება, რომ დარბაზში მონიტორი არ იყო და დისტანციურ ჩართვაში მხოლოდ მისი ხმა ისმოდა და გამოსახულება არ ჩანდა.