სამი ექიმი მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვს.
სასამართლოს ჩვენებები მისცეს მედიკოსებმა, რომლებიც ცენტრ „ემპათიის“ მიერ ჩატარებულ ექსპერტიზაში მონაწილეობდნენ და ცნობილ დასკვნას აწერენ ხელს. დაუზუსტებელი დემენცია და კახექსია – ნევროლოგი ოთარ თოიძე ექს-პრეზიდენტის მძიმე ნევროლოგიურ პრობლემებს სასჯელის გადავადებისთვის საკმარის დიაგნოზებად მიიჩნევს. დემენციასთან ერთად პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოზს სვამს ექიმი-ფსიქიატრი გიორგი ბერულავა, რომელიც პენიტენციურ სამსახურს გლდანის ციხეში გადაყვანის დროს პატიმრის წამებაში ადანაშაულებს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოუსმინეს ფსიქოლოგ ლია ჩოხელსაც, რომელიც სააკაშვილის მხრიდან სიმულაციას გამორიცხავს.