დაცვის მხარის მოწმეების გამოკითხვით გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელის გადავადებაზე მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა.
პროცესზე უკვე გამოიკითხა მორიგი უცხოელი ექიმი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ჯეიმს კობი. მოწმის განცხადებით, სააკაშილი მან 8 ოქტომბერს გასინჯა და არსებული გართულებების გამო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტს სჭირდება ოპერაცია. სასამართლო სხდომაზე იკითხება ასევე მეორე მოწმე, ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი.