თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სასჯელის გადავადების საკითხს განიხილავს. პროცესს დასაწყისში დისტანციურად ესწრებოდა მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტიც. სხდომაზე დაცვის მხარე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებაში ჩართულ პირებს კითხავს. მათ შორის არის ექსპერტი შეერთებული შტატებიდან, დევიდ სმიტი.
პროცესის დეტალებს ნოდარ ჩაჩუა გაგვაცნობს.